ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანის" ოფიციალური წარმომადგენელი ზაბიულა მუჯაჰიდი, ქაბულის დაპყრობის შემდეგ, პირველ პრესკონფერენციას მართავს.
ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებით, "თალიბანი" ერთგულია ქალთა უფლებების მიმართ ისლამური შარიათის სისტემის ფარგლებში.
"ჩვენ გვაქვს უფლება ვიმოქმედოთ ჩვენი რელიგიური პრინციპების შესაბამისად. სხვა ქვეყნებს აქვთ განსხვავებული მიდგომები, წესები და რეგულაციები ... ავღანელებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი წესები და რეგულაციები ჩვენი ღირებულებების შესაბამისად. ერთგულნი ვართ ქალთა უფლებების მიმართ შარიათის სისტემაში", - ამბობს მუჯაჰიდმა
"ისინი ჩვენთან ერთად მუშაობენ. ჩვენ გვსურს დავარწმუნოთ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ არ იქნება დისკრიმინაცია", - დასძინა თალიბანის პრესსპიკერმა.
ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებით, თალიბანი არწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არავინ დაზარალდება.
"მინდა დავარწმუნო საერთაშორისო საზოგადოება, რომ არავინ დაზარალდება. ჩვენ არ გვინდა რაიმე პრობლემა გვქონდეს საერთაშორისო საზოგადოებასთან", - ამბობს ზაბიჰულა მუჯაჰიდი.