საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სამხედრო ტექნიკის გადაზიდვისას დაზიანდა ვენტილატორი, რის გამოც გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი- თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
"აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - აცხადებენ დეპარტამენტში.