დღეს, 10 ნოემბერს, შემოდგომის ზეიმი - "გურჯაანობა", ტრადიციულად, ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება გრანდიოზული იქნება და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, კახური სამზარეულო დააგემოვნონ.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, გაიმართება კონცერტი, რომელშიც, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების გარდა, ქართული ესტრადის მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.