გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 20 აგვისტოს რუსეთს ეწვევა, ხოლო 22 აგვისტოს უკრაინას. განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან ზაიბერტმა.
ზაიბერტის განცხადებით, კანცლერი მერკელი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
ვიზიტის განრიგის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კრემლის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ პარასკევს, 20 აგვისტოს, მოსკოვში გაიმართება მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის.
"დაგეგმილია სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და პერსპექტივების განხილვა, ასევე არაერთი საერთაშორისო და რეგიონალური აქტუალური საკითხის მიმოხილვა", - ნათქვამია კრემლის კომენტარში.
ბოლოს ანგელა მერკელი რუსეთში 2018 წელს იმყოფებოდა, სადაც სოჭში გაიმართა შეხვედრა მასსა და პუტინს შორის.