ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად 530 ცხვარი მოკვდა. ინფორმაციას Jnews-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული პირუტყვის ნაწილი ადგილობრივ ფერმერებს ეკუთვნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკადან, ნაწილი კი კახელ ფერმერებს.
ფერმერებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს. ზარალის შესაფასებლად მერიაში შეიქმნა კომისია.
ერთი ცხვრის ფასი დაახლოებით 350 ლარია.