6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, რიკოთის უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება.
ასევე, გაცნობებთ, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმამრთულებით, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები - გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით", - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.