არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა ირანში, ტურისტის რანგში მიემგზავრება. ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებები ირანის ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტზე დაყრდნობით იუწყებიან.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მოწინააღმდეგე მარადონა ირანის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს შეხვდება, რომელიც თავის მხრივ ფეხბურთის სიყვარულით გამოირჩევა.
ცოტა ხნის წინ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მარადონას ირანის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს, თუმცა ეს ინფორმაცია ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უარყო. მისი თქმით, მარადონა ირანში საფეხბურთო საკითხებზე სასაუბროდ არ მიემგზავრება.
ამ ეტაპზე, მარადონას თეირანში ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მარადონა ირანს უახლოეს მომავალში ეწვევა.