ცენტრალურ ერაყში, ქალაქ კარბალაში, ტერორისტებმა აფეთქება განახორციელეს. შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა ათეულობით ადამიანი. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ტერორისტებმა ქალაქის ჩრდილოეთ რაიონში, დანაღმული მანქანა ააფეთქეს. დაღუპულები ირანელი, შიიტი პილიგრიმები იყვნენ.
ერაყის ოფიცილური პირების განცხადებით, ტეორისტებმა ირანელი პილიგრამები მიზანში განგებ ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბაღდადში რამდენიმე აფეთქების შედეგად, 60-დე შიიტი ერაყელი დაიღუპა და ათეულოით დაშავდა.