დღეს ნიუ-იორკის დასახლება ბუჩანინში ატომური ელექტროსადგურში აფეთქება მოხდა . აფეთქება ერთ-ერთ ტრანსფორმატორში მოხდა. აფეთქების შემდეგ სადგურის ერთი რეაქტორის გამორთვა გახდა აუცილებელი.
ინციდენტის შედეგად არავინ არ დაზარალებულა.
ატომური ელექტრო სადგური Entergy Corp. Company-ის საკუთრებაა. იგი სადგური ნიუ-იორკის მოსახლეობის 30 %-ს ელექტროენერგიით ამარგებს.
2007 წელს Entergy Corp. Company კომანია 130 მლნ. დოლარით დაჯარიმდა, რადგანაც დროულად არ მოხდა ისეთი სისტემების დამონტაჟება, რომელიც მოსახლეობას ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შესახებ აცნობებდა.
დღესვე კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ქალაქ ვერნონში მდებარეობს.
ერთ-ერთ საწარმოში დაფიქსირებულია რადიოაქტიური წყლის გაჟონვა.
აღნიშნულის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. სარეაბილიტაციო სამუშაოებმა შესაძლოა 13 საათი გასტანოს.
კომპანიის განმარტებით, ეს ორი შემთხვევა უბრალოდ დამთხვევაა.