არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკას გამარჯვებული გახდა.
ლიონელ სკალონის გუნდმა ერთადერთი გოლის წყალობით "მარაკანაზე" დაამარცხა ბრაზილია და 1993 წლის შემდეგ პირველად და ჯამში მეთხუთმეტედ მოიგო სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო ტურნირი.
გოლი 22-ე წუთზე ანხელ დი მარიამ გაიტანა.
კოპა ამერიკის თასი არგენტინის ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას ფეხბურთელისთვის, ლიონელ მესისთვის პირველი საერთაშორისო ჯილდოა, რომლის მოპოვებაც მან არგენტინის ნაკრებთან ერთად შეძლო.