საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების და უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებების შედეგად, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბესას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასისგან, რომელმაც რამდენიმე საათით შეზღუდა საავტომობილო მიმოსვლა, გზა ამჟამად გაწმენდილია. ასევე, საავტომობილო მიმოსვლის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბეტონის ბლოკებისაგან მოწყობილია გზის დამცავი კედელი.
„შეგახსენებთ, რომ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბესას მონაკვეთზე ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოშლილმა მიწის მასამ შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების აუცილებელი ღონისძიებები და რამდენიმე საათით გზაზე შეიზღუდა ავტო ტრანსპორტის მოძრაობა. დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზით ხორციელდებოდა“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.