სამხრეთ ისრაელში მდებარე ქალაქ რაჰატში, პოლიციელებმა დაანგრიეს მეჩეთი, რომლის მშენებლობაც ქალაქში მცხოვრებმა მაჰმადიანმა მოსახლეობამ დაიწყო.
მოსახლეობამ მეჩეთის დანგრევის ფაქტი გააპროტესტა და პოლიციელებს ქვები ესროლა. თავის მხრივ პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ინციდენტის შედეგად, ისრაელის 5 მაჰმადიანი მოქალაქე დააკავეს.
ისრაელის ასობით პოლიციელმა მეჩეთი ბულდოზერის და სხვა საჭირო ტექნიკის გამოყენებით დაანგრია. მათი თქმით, ისინი ასრულებდნენ ბრძანებას, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო განპირობებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი ქალაქის მერმაც გააკეთა და განმარტა, რომ მოსახლეობამ მეჩეთის მშენებლობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაიწყო.
"შესაბამისად მშენებლობა უკანონო იყო", - განაცხადა მერმა.
ცნობისათვის, რაჰატის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 ათასი ბედუინი ცხოვრობს, რომლებიც ისარელის მოქალაქეები არიან. ქალაქში მეჩეთის აშენებას სწორედ ბედუინები ცდილობდნენ.