ჰაიტში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობამ 500 ადამიანს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 7 ათასს აჭარბებს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
ჰაიტის ხელისუფლების ინფორმაციით, ხუთშაბათიდან მოყოლებული ქვეყანაში ქოლერით 59 ადამიანი დაიღუპა და 617 დაავადდა.
როგორც ცნობილია, მიწისძვრისგან უსახლ-კაროდ დარჩენილ 1,3 მილიონ ადამიანს, რომლებიც კარვებში ცხოვრობენ, ექიმები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებიან.
ცნობისათვის: ქოლერის პირველი ხუთი შემთხვევა დედაქალაქში, პორტ-ო-პრენსში გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები