საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბესას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა.
გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტო ტრანსპორტის მოძრაობა.
ამჟამად ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება.