იანვარ-ოქტომბერში უკრაინამ დასავლეთ ევროპაში გაზის ტრანზიტი გაზარდა.
"უკრტრანსგაზის" ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანზიტი 5.99 %-ითაა გაზრდილი, რაც მთლიანობაში 76 მლრდ. 617,5 მლნ. კუბ/მ-ს შეადგენს.
დსთ-ის ქვეყნებში უკრაიიდან გაზის ტრანზიტმა 2 მლრდ. 480,9 მლნ. კუბ/მ შეადგინა, აქ ზრდა 10,25 %-ია.
მთლიანობაში 10 თვის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან გაზის ტრანზიტმა 118 მლრდ. 622,71 მლნ. კუბ/მ შეადგინა.