ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე, ბრიტანელი მხატვრის ლოურენს ალმატადემის (1836-1912წწ.) ნამუშევრებზე რეკორდი დამყარდა.
ნახატი "მოსეს მოქცევა" აუქციონზე 35.9 მილიონ დოლარად გაიყიდა.
აუქციონზე გატანისას ნახატი 5 მილიონ დოლარად იყო შეფასებული და საბოლოო მაჩვენებლის მიხედვით დაახლოებით 7-ჯერ გადააჭარბა ფასს.
უნდა აღინიშნოს, რომ ნახატისთვის ერთმანეთს სამი მყიდველი ეცილებოდა, ერთი უშუალოდ ესწრებოდა აუქციონს, ხოლო ორი ფსონებს ტელეფონით დებდა. ვაჭრობა სულ 8 წუთი გაგრძელდა.
ალმატადემის ნახატებზე ადრინდელი რეკორდიც იმავე ნამუშევარმა გაამყარა, რომელიც 1995 წელს 2.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.