ინდონეზიაში მუსულმანებმა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ქვეყანაში შესაძლო ვიზიტი გააპროტესტეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიტინგში 20 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
საპტოტესტო აქცია ინდონეზიაში მოქმედი მუსულმანური დაჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, რომლის წევრებიც აშშ-ს ადმიანისტრაციას და პირადად ობამას ავღანეთში წარმოებული საბრძოლო კამპანიის გამო აკრიტიკებენ.
"ჩვენ ვერ ვხედავთ განსახვავებას ბუშსა და ობამას შორის - ორივეს ხელები სისხლში აქვთ გასვრილი", - აცხადებდნენ მომიტინგეები.
ცნობისათვის: ობამა ინდონეზიაში ჩასვლას სამშაბათს, 9 ნოემბერს გეგმავს. ინდონეზიაში ვიზიტს აშშ-ს პრეზიდენტი 10 დღიანი ტურნეს ფარგლებში აპირებს, რომლის განმავლობაშიც ინდოეთს, სამხრეთ კორეას და იაპონიასაც ესტუმრება.