google Maps-ის შეცდომა, რომელმაც ნიკარაგუასა და კოსტარიკას შორის საზღვრის მონაკვეთი არასწორად ასახა, ლათინური ამერიკის ამ ქვეყნებს შორის კონფლიქტის მიზეზად იქცა.
კოსტარიკის მედიის ინფორმაციით, ნიკარაგუის არმიის შენაერთებმა კოსატარიკის საზღვრისპირა რაიონში, კარიბის ზღვასთან რამდენიმე დროებითი ბანაკი მოაწყვეს, აღმართეს სახელმწიფო დროშა, ნაკრძალის მასივში გაჩეხეს ხეები და ჩაატარეს სამეურნეო სამუშაოები.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ნიკარაგუის არმიის დანაყოფის ხელმძღვანელი თავის მოქმედებისას google-ს მიერ შეთავაზებული სერვისით ხელმძღვანელობდა, სადაც ორ ქვეყანას შორის საზღვარი არასწორად იყო ასახული.
ინციდენტმა კოსტარიკაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ქვეყნის პრეზიდენტმა ლაურა ჩინჩილიამ ნაციონალური ტელევიზიით დაგმო ნიკარაგუის შეჭრა მისი ქვეყნის ტერიტორიაზე.
google-მა თავის მხრივ ვერ შესძლო რუკაზე არსებული შეცდომის ახსნა.