რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ტექნიკა და შეიარაღება უსწრაფეს მოდერნიზირებას საჭიროებს. ეს განცხადება რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი იგნატოვმა გააკეთა.
"ახლა ჯარში ჩვენ გვაქვს მოძველებული ტექნიკის 80 %, მოდერნიზირებული ტექნიკის 18 % და მხოლოდ 2 %-ია ახალი ტექნიკა", _ განცადა გენერალმა "რუსეთის მედესანტეების კავშირის" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ამასთან ერთად მანვე აღნიშნა, რომ საჰაერო-სადესანტო ძალები იყო და იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე მობილური ნაწილი.
"ჩვენი ძალების მაღალი საბრძოლო პოტენციალი თვალნათლივ გამოჩნდა ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელშიც კი საჰაერო-სადესანტო ძალებს მონაწილეობა მიუღიათ", _ განაცხადა მან და განმარტა, თუ როგორი იქნება საჰაერო-სადესანტო ძალების განვითარება 2020 წლამდე.
"ამჟამად საჰაერო-სადესანტო ძალები სამ კატეგორიადაა დაყოფილი _ საჰაერო-სადესანტო, მოიერიშე და სამთო. ჩვენი ძალები გაიზრდება ორი სადესანტო-მოიერიშე ბრიგადით და ასევე ავიაციით", _ აცხადებს იგნატოვი.