სომალელმა მეკობრეებმა ორი ტანკერი და ეკიპაჟი გაათავისუფლეს, რაშიც მათ გემის მფლობელმა კომპანიებმა 12,3 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მეკობრეებმა გაათავისუფლეს აპრილში დაკავებული სამხრეთკორეული ტანკერი Sahmo Dream და მისი ეკიპაჟი, რომლის შემადგენლობაშიც სამხრეთ კორეის ხუთი დაფლიპინების 19 მოქალაქე იყო.
Sahmo Dream -ის მფლობელმა კომპანიამ მეკობრეებს 9,5 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა.
მეკობრეების მეორე ჯგუფმა კი სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Golden Blessing,
რომელიც ივლისში ჩაიგდეს ხელში, 2.8 მილიონ აშშ დოლარად გაათავისუფლა.
შესაბამისად, ორივე გემის გამოხსნისთვის გადახდილმა თანხმა 12,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ Sahmo Dream მეკობრეებმა ინდოეთის ოკეანეში ჩაიგდეს ხელში. გემზე 2 მილიონი ბარელი ნავთონია, რომლის ღირებულება 170 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ტანკერს ნავთობი ერაყიდან აშშ-ში გადაქონდა.
Sahmo Dream -ის დასახსნელად გადახდილი თანხა ერთ-ერთი უდიდესი გამოსასყიდია, რომელის მეკობრეებისძთვის ოდესმე გადაუხდიათ.
ამჟამად მეკობრეების ხელში რჩება 28 გემი და ეკიპაჟის 490 წევრი. მათ შორის არის საქართველოს 13 მოქალაქე, რომელებიც ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი გემის დაკავებისას ტყვედ აიყვენეს.
არსებული ინფორმაციით, ბერძნული მხარე სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ თანხის გადახდას არ აპირებს.
"მოლაპარაკებები მეკობრეებსა და გემთმფლობელ კომპანიას შორის მიმდინარეობს. ჩვენ მხოლოდ ამ უკანასკნელთან გვაქვს კონტაქტი და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ბერძნული მხარე უარს აცხადებს იმ თანხის გადახდაზე, რომელსაც სომალელი მეკობრეები ითხოვენ, რადგან თანხა მართლაც არარეალურია", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრი ნინო კალანდაძე.