მექსიკაში, ქალაქ მატამოროსში უმსხვილესი ნარკოკარტელის ლიდერი ტონი ტორმენტა ქალაქ მატამოროსში მოკლეს. სპეცსამსახურის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ამერიკის, ტეხასის საზღვართან ახლოს ჩატარეს.
როგორც ადგილობრივი მოსახლება აცხადებს, სპეცოპერაციის დროს ორმხრივი სროლა რამდენიმე საათს გრძელდებოდა, რომლის შედეგადაც ნარკოკარტელის ორი წევრი და ორი ორი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.
კარტელი სახელწოდებით "ყურე" მექსიკაში შეერთებული შტატების საზღვართან მდებარეობს, რომელიც მექსიკის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გადამწყვეტ როლს ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯილდოც დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ნარკოკარტელის წევრების დაკავებაში დაეხმარებათ.