რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა "შეკრებების, მიტინგების დემონსტრაციების, მსვლობებისა და პიკეტირების შესახებ" ფედერალურ კანონში დამატებებსა და ცვლილებებს ვეტო დაადო.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი წერილი ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვსა და სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვს უკვე გადაეგზავნათ.
ფედერალური კანონი, რომლითაც წესრიგის ორგანიზების რეგულირება ხდება, შეიცავს ნორმებს, რომელიც ართულებს მოქალქეების კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას თავისუფლად ჩაატარონ შეკრებები, მიტინგები, დემონსტრაციები, მსვლელობები და პიკეტირება.
ფედერალურ კანონში აღნიშნულია, რომ საჯარო ღონისძიების მიზანს წარმოადგენს აზრის თავისუფლად გამოხატვა და ფორმირება.
მედვედევი წერილში განმარტავს, რომ საჯარო პროტესტის გამოხატვა წარმოადგენს ერთ-ერთ ეფექტურ ფორმას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე საზოგადოებამ ზემოქმედება მოახდინოს.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აზრის საჯარო გამოხატვის შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციული წყობის საფუძვლების დასაცავად, ასევე სხვა ადამიანების კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად, რასაც ახალი შეზღუდვები სრულად ვერ იცავს.
მედვედევის განმარტებით, ფედერალურ კანონზე ვეტო არ ნიშნავს, რომ რუსეთის კანონმდებლობით დარეგულირებულია ყველა საკითხი, რომელიც საჯარო ღონისძიების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე გამართვას ეხება.
"ფედერალური კანონი შესაძლებელია დამუშავდეს მოცემული შენიშვნების გათვალისწინებით", მიიჩნევს მედვედევი.
სახელმწიფი სათაბირომ 22 ოქტომბეს, ხოლო ფედერაციის საბჭომ 27 ოქტომბერს ცვლილებები შეიტანა კანონში "შეკრებების, მიტინგების დემონსტრაციების, მსვლელობებისა და პიკეტირების შესახებ", რომელიც, ძირითადად, აქციებში სატრანსპორტო საშუალებებით მონაწილეობას ეხებოდა.
წარმოდგენილი ცვლილებები ამკაცრებდა და ზღუდავდა რიგ საკითხებს, მათ შორის, აქციების ჩატარებაზე განცხადების შეტანა და ა.შ.