საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" იემენის დაჯგუფებამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა სექტემბრის დასაწყისში არაბათა გაერთიანებული ემირატებში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და ლონდონსა და დუბაიში კომპანია UPS -ის თვითმფრინავებზე ნაპოვნი ასაფეთქებელი გზავნილების გამო.
შესაბამისი ინფორმაცია ისლამური საიტიების მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში UPS -ის სატვირთო თვითმფინავმა რომელიც დუბაიდან კიოლნში მიფრინავდა არაბატა გაერთიანებული ემირატებში სამხედრო საჰაერო ბაზების ტერიროიაზე ცამოვარდა და ორი პილოტი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, კომპანია UPS სატვირთო თვითმფრინავებში, ლონდონთან ახლოს ამოღებულია "საშიში ამანათი", მეორე ასეთივე ამანათი ნაპოვნი იქნა დუბაიში, კომპანია FedEX -ის დამახარისხებელ პუნქტში.
დიდი ბრინატეთისა და დუბაის გარდა აშშ-ში შემოწმდა კომპანია UPS -ის კიდევ სამი სატვირთო თვითმფრინავი - ორი ნიუაკრას (ნიუ-ჯერსის შტატი) აეროპორტში და ერთიც ფილადელფიაში. აღნიშნულ თვითმფრინავებში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.
მოგვიანებით, იემენში სამართალდამცავებმა აშშ-ში ამანათების გაგზავნაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს.
ქვეყნის პრეზიდენტის ალი აბდალა სალეხის განცხადებით, ეჭვმიტალის დაკავება აშშ-დან და არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან მიღებული ინფორმაციების შეჯერების საფუძველზე მოხდა.
ამანათების "თემა" შემდგომ დღეებში საბერძნეთში, გერმანისა და იტალიაშიც გაგრძელდა.