პაკისტანში ტერორისტების თავდასხმის ობიექტი დღეს მეორე მეჩეთიც გახდა. ინფორმაციას მეჩეთზე თავდასხმის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. "ფრანს პრესის" ინფორმაციით, კი თავდასხმის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ტერორისტებმა შეტევა პაკისტანში, ბადბერის რაიონში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთზე მიიტანეს. ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი მეჩეთის შიგნით ლოცვის დროს აიფეთქა. შედეგად, მეჩეთი თითქმის დაინგრა. აღნიშნული აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 60 ადამიანი, მათ შორის სულ მცირე 11 ბავშვი, 100-ზე მეტი კი დაჭრილია.