ბათუმის მერია საჯარიმო სანქციებს ამკაცრებს. მერიის ინფორმაციით, იმ კერძო და საჯარო ორგანიზაციებს, რომლებიც დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანებას მიმდინარე წლის ბოლომდე არ გადაიხდიან, საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.
გარდა ამისა, ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურში არსებულ გადამხდელთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირდნენ.