პაკისტანში მეჩეთის აფეთქების შედეგად 45 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელერადიოკორპორაცია "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 70 ადამიანი. აფეთქება ლოცვის დროს, დარა-ადამ-ხელის რაიონში მოხდა. ეს რაიონი ბოევიკების განსაკუთრებული აქტიურობითაა ცნობილი.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ მეჩეთში თავი თვითმკვლელმა აიფეთქა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. მეჩეთი ნაწილობრივ დაინგრა, ადამიანები ამჟამადაც ნანგრევებში არიან მოყოლილნი.