უკრაინელმა სამართალდამცავებმა უკრაინის ნიკოლაევის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი პაატა ჩხარტიშვილი დააკავეს. ჩხარტიშვილი კრიმინალურ წრეებში "პრინცის" ზედმეტსახელით იყო ცნობილი.
"პაატა ჩხარტიშვილი არერთგზის იყო ნასამართლევი საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე. მისი ე.წ. კანონიერ ქურდად "კურთხევა" 1990 წელს მოხდა",_ იუწყება უკრაინის ორგანიზებულ დანასაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური.
ძიების შედეგადDდადგინდა, რომ "პრინცი" უკრაინის ტერიტორიაზე კრიმინალური კონტაქტების დასამყარებლად და მძიმე ნარკოტიკების ბრუნვის სფეროების გადასანაწილებლად იყო ჩასული.
დაკავებისას პაატა ჩხარტიშვილს ჰეროინი და ოქროს საიუველირო ნივთები აღმოუჩინეს.
პაატა ჩხარტიშვილი დაპატიმრებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.