საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ყოველდღიური სამომხმარებლო პროდუქტების ფასების მატების შეჩერებისათვის - დამენია
ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა 1 ივლის სრულდება, ხოლო თუკი მთავრობა არ გააგრძელებს აღნიშნულ სუბსიდიას, პურის ფასი შესაძლოა 20-25 თეთრით გაიზარდოს.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა დამენიას თქმით, პურის ფასის ასეთი ზრდა ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის სრული კრახია, რისი ერთადერთი გამოსავალიც გადასახადების დაწევაა, რასაც ევროპული საქართველო უკვე წლებია ითხოვს.
დამენიამ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს კამპანია საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ყოველდღიური პროდუქტების ფასების მატების შეჩერებისათის.
„ეს არის ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის სრული კრახი, რომელსაც არაერთგზის ევროპული საქართველო წლებია უკვე სთავაზობს ქართულ ოცნებას, რომ ამ ყველაფრიდან ერთადადერთი გამოსავალი არის გადასახადების დაწევა.
თუნდაც ის კამპანია, რომელსაც ევროპული საქართველო აწარმოებ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს ამ ფასების მატების შეჩერებისა.
თუ ქართული ოცნება არ მიიღებს გადამწყვეტ ზომებს ამ მიმართულებით, საქართველო შეიძლება სრული შიმშილის ქვეშ აღმოჩნდეს.“ - განაცხადა დამენიამ.