საბერძნეთში მეხანძრეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ხელფასებისა და სამუშაო ადგილების შემცირებით უკმაყოფილო ასობით მეხანძრე პარლამენტთან შეიკრიბა და ხელისუფლებისგან სოციალური რეფორმების გაუქმება მოითხოვა.
მშვიდობიანი აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სამართალდამცავებმა მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. მასობრივი არეულობისას რამდენიმე აქტივისტი დაშავდა.