უკრაინაში საპროტესტო აქციები დაიწყო. მოსახლეობა საგადასახადო რეფორმას აპროტესტებს. ცვლილებების მიხედვით მცირე და საშუალო მეწარმე შეღავათებისგან გათავისუფლდებიან, საგადასახადო ინსპექციის უფლებები კი იზრდება.
მეწარმეები ახალ კანონპროექტს საბჭოთა ეპოქაში დაბრუნებას უწოდებენ. საპროტესტო გამოსვლების გამო რადას შესასვლელი რამდენიმე საათით ბლოკირებული იყო.
მეწარმეები მიჩნევენ, რომ ახალი დოკუმენტი მცირე და საშუალო ბიზნესს მთლიანად გაანადგურებს და ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს. ახალი საგადასახადო დოკუმენტი უკრაინის პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 ოქტომბერს დაამტკიცა. მას შემდეგ უკრაინაში საპროტესტო აქციები არ წყდება.