ირანის მთავრობამ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა შვეიცარიული კოსმეტიკური კომპანია "ორიფლეიმის" თნამშრომელი, რომელიც შპიონაჟშია ეჭვმიტანილი.
გათავისუფებული ადამიანი შვედეთის მოქალაქეა, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. იგი ირანში "ორიფლეიმის" წარმომადგენლობის გაყიდვების დირექტორი იყო.
ის თავის ოთხ თანამშრომელთან ერთად ირანელმა სამართალდამცავებმა შპიონაჟის ბრალდებით აგვისტოში დააპატიმრეს.
სამი თანამშრომელი, რომელიც შვედეთის მოქალაქე იყო, რამოდენიმე ხნის უკან უკვე გაანთავისუფლეს, ხოლო ციხეში "ორიფლეიმის" ირანელი თანამშრომლები დატოვეს.
კომპანია "ორიფლემი" ირანში ეჭვმიტანილია ფინანსურ მაქინაციებში და ასევე შპიონაჟში.