ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
73 კგ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა შვედეთის წარმომადგენელი, ტომი მასიასი დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციისთვის ეს პირველი მედალია. 9 ივნისს ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს და ორივე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ლუკა მაისურაძე მეორე წრიდან ჩაერთვება შეჯიბრში და ამერიკელ არტურ რაიტს შეხვდება, ხოლო ტატო გრიგალაშვილი ასევე მე-2 წრეში სამხრეთ კორეელ მონ ჯინ ლისა და ფრანგი უმარ ალფა ჯალოს წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.