სამგზავრო თვითმფრინავმა კუბაში ავიაკატასტროფა განიცადა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით ლაინერის ბორტზე 68 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 28 უცხოელი. წინასწარ მონაცემებით, არავინ გადარჩენილა.
თვითმფრინავი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჩამოვარდა. ის რეისს ქალაქ სანტიაგო დე კუბადან ჰავანაში ასრულებდა. კატასტროფის დეტალები ცნობილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება.
ამასთან ერთად კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა პაკისტანშიც ქალაქ ყარაჩისთან. მის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.