ვეტერან სპორტსმენებს - ჯემალ კვანტალიანსა და თემურ რამიშვილს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ.
შესაბამისი მედლები ჯემალ კვანტალიანსა და თემურ რამიშვილს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ გადასცა.
სამინისტრომ ვეტერან სპორტსმენებს რაინდის წოდება ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიანიჭა. ჯემალ კვანტალიანი ყოფილი მოკრივე და ტანმოვარჯიშეა. იგი არაერთი წარმატებული სპორტსმენის აღმზრდელი და სპორტული თემატიკის წიგნების ავტორია. თემურ რამიშვილი კი ქართული კარატეს ერთ-ერთი ფუძემდებელია. საბრძოლო ხელოვნების ექსპერტთან წლების მანძილზე მრავალ კარატისტს უვარჯიშია.
დაჯილდოების ცერემონიას სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი ჯამლეტ ხუხაშვილი ესწრებოდნენ.