ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის პოლიციამ აღმოაჩინეს გვირაბი, რომელიც კალიფორნიიდან მექსიკაში იყო გადაჭიმული, რომელიც ამ ქევყნებს შორის ნარკოტიკების გადასატანად იყო გათხრილი.
გვირაბში, რომელიც 500 მეტრზე იყო გადაჭიმული, მოწყობილი იყო სარკინიგზო სისტემა, ვენტილაცია და განათება.
აშშ-ს პოლიციამ გვირაბში 20 ტონა მარიხუანა იპოვნა. მათი თქმით, გვირაბი ერთმანეთს აკავშირებდა კალიფორნიის ქალაქ ოტაი მესასა და მექსიკურ ტიხუანას. ამერიკული პოლიციის თქმით, ეს მოკლე დროში ჩატარებული ოპერაცია იყო, რომელიც ამერიკაში მექსიკური ნარკოტიკების შემოტანას საგრძნობლად შეამცირებს.
გვირაბით ხდებოდა სხვა კონტრაბანდისტული ნივთების შემოტანაც.
2006 წელს აღმოაჩინეს 731 მეტრიანი გვირაბი, რომელიც იგივე ქალაქებს შორის იყო გადაჭიმული.
აშშ-ში მექსიკური ნარკოტიკი ყველაზე ჭარბად სწორედ ტიხუანადან შედის.