"ქრისტიან-დემოკრატები'' სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ.
ეს მოთხოვნა `ქრისტიან-დემოკრატებმა~ დღეს სესიაზე `საბიუჯეტო კოდექსის'' პროექტის განხილვისას დააყენეს და მოითხოვეს, რომ სარეზერვო ფონდებიდან გაცემული ხარჯების შესახებ ანგარიში პარლამენტს წარედგინოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში `ქრისტიან-დემოკრატების'' განცხადებით, სარეზერვო ფონდებიდან თანხების გაცემა გამჭვირვალე პროცესი ვერ გახდება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით, პარლამენტში კვარტალში ერთხელ შედის ბიუჯეტის ხარჯვის ანგარიში და დეპუტატებს ამ ანგარიშიდან შეუძლიათ ინფორმაციის მიღება.