საპენსიო რეფორმით უკმაყოფილო საფრანგეთის მოქალაქეებმა ქვეყნის აეროპორტებამდე მისასვლელი გზების ბლოკირება მოახდინეს.
გზების პიკეტირებები მომიტინგეებმა დღეს დილიდან დაიწყეს. თავდაპირველად რამდენიმე ასეულმა მომიტინგემ ტულუზის აეროპორტისკენ მისასვლელი გზა ჩაკეტეს, რის გამოც მგზავრთა ნაწილმა გადაადგილება ფეხით სცადა. ამის გამო, მგზავრების უმეტესობას სასურველი მიმართულებით გამგზავრება დააგვიანდა.
ანალოგიური ვითარება შეიქმნა ნანტის აეროპორტთანაც, სადაც აეროპორტში შესასვლელი ნაწილობრივ იქნა დაბლოკილი. აეროპორტის ხელმძღვანელობის ორგანიზებით, მგზავრებმა ამ შემთხვევაში გადაადგილება შემოვლითი გზით მოახერხეს.
რაც შეეხება პარიზის შარლ-დე გოლის აეროპორტს, მისი ბლოკირება არ მომხდარა, თუმხა რამდენიმე მომიტინგე იქაც მივიდა.
შეგახსენებთ, რომ ახალი რეფორმის მიხედვით, საპენსიო ასაკის ზღვარი გაიზარდა.