ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"ხევის, მოლითის, ხუნევის და ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმა და სეტყვა დაფიქსირდა.სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ვენახი, ხეხილი და ბაღ-ბოსტანი დააზიანა.
სოფლის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან კავშირზე იმყოფება ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობის დადგენა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.