The Forbes - მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა. რეიტინგს ჩინეთის ლიდერი ჰუ ჯინტაო ლიდერობს.
"ჰუ ჯინტაო სხვა ლიდერებთან შედარების ყველაზე მეტი ხალხის ლიდერია. ის მსოფლიო მოსახლეობის 1/5 ხალხს აკონტროლობს. სხვა ქვეყნებთან შედარებით მას შეუძლია, ინტერნეტ-მედიის გარდა ცენზურა დააწესოს მედიაზე, ციხეში ჩასვას დისიდენტები და ამასთანავე ქვეყანა უფრო და უფრო გააძლიეროს და განავითაროს", - განმარტავს თჰე Fორბეს ჯინტაოს ლიდერობას.
მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმყოფება.
ობამას ადმინისტრაციამ დიდი დარტყმა განიცადა შუალედური არჩევნებში. მათ დაკარგეს წარმომადგენლობითი პალატის მხარდაჭერა, სენატში კი მათი პოზიციები შესუსტდა. ობამა შარშანდელი რეიტინგის პირველ ადგილოსანი იყო და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პიროვნებად ითვლებოდა. Fორბეს -ის მტკიცებით, ობამამ ლიდერობა იმ რეფორმების გამო დაკარგა, რომელიც ბოლო წელს აშშ-ში გაატარა. ამ რეფორმებმა განაპირობა მისი რეიტინგის დაცემა და შესაბამისად ხალხში მას ნდობა დაეკარგა.
გავლენიან პიროვნებებს შორის მესამე ადგილს საუდის არაბეთის 86 წლის მონარქი აბდულა ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი იმყოფება. აბდულა აზიზი აბსოლუტური მმართველია არაბეთში. ის აკონტროლებს ქვეყანას, რომელშიც მსოფლიო ნავთობის უდიდესი მარაგი მოიპოვება. სახელმწიფო საკუთრებაში აქვს 266 მილიარდი ბარელი ნავთობი, რომლის მთლიანი ღირებულება 22 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
აზიზი ეტაპობრივად ახორციელებს სოციალურ და სამართლებრივ რეფორმებს. ღრმად კონსერვატიულ რელიგიურ დაწესებულებებთან კი კონსერვატიულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.
მეოთხე ადგილზე რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი იმყოფება. "ვლადიმერ პუტინი რუსეთში უფრო გავლენიანი ფიგურაა, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი. ის სავარაუდოდ პრეზიდენტის პოსტს 2012 წელს კვლავ ჩაიბარებს. პუტინს ძალიან დიდი გავლენა აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აკონტროლებს მსოფლიოს 1/9 - ს, რომელიც ფლობს ბირთბულ იარაღს და მსოფლიოს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს", - წერს თჰე Fორბეს.
ათეულში იმყოფებიან რომის პაპი ბენედიქტე XVI, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტროს დევიდ კამერონი და სხვები. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მე-12 ადგილზე იმყოფება.