ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
პრეზიდენტი მილოცვაში ამბობს, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
გიტანას ნაუსედას თქმით, ლიეტუვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასდროს შეეგუება.
"ას სამი წლის წინ ლიეტუვა და საქართველო წარმოადგენდნენ ორ ერს, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მცირე კონტაქტი გვქონდა, ჩვენი განწყობა თავისუფლების მოპოვების დიდ ბრძოლაში საერთო იყო. საუკუნეზე მეტი გავიდა და ჩვენი სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან. თავისუფლებით გაერთიანებულები, ჩვენ მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთსაც.
ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას, შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრები. თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაც იქნება. ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
დღეს ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ ქართველი ხალხი ამაყია საკუთარი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით. ლიეტუველი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო განწყობას და სურვილებს თითოეულ თქვენგანს", - ამბობს ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა.