ხვალ, 25 მაისს, "ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები ხვალ მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ. მათი თქმით, პროტესტი სულ უფრო რადიკალურ სახეს მიიღებს და თუ ხელმძღვანელობა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ქარხანის ბლოკირებას მოახდენენ და გზებს გადაკეტავენ.
"ბორჯომის" 300-მდე თანამშრომელი აქციის გამართვას მუნიციპალიტეტის მერიასთან აპირებენ. ისინი საკითხის მოგვარებაში სახელმწიფო უწყებების დაინტერესებას მოითხოვენ.
ბორჯომში, ბორჯომის ჩამოსასხმელი ქარხნის თანამშრომლები მეშვიდე დღეა ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღეს დილით, 300-ზე მეტი თანამშრომელი, ისევ პირველ ჩამოსასხმელ ქარხანასთან შეიკრიბა და ჟურნალისტებთან ქალაქში, ხვალინდელი მასშტაბური აქციები დაანონსეს.