საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დღეს ლაგოდეხს სტუმრობდა.
მინისტრმა საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა და საბაჟო ოპერაციების მიმდინარეობას, მგზავრთა და ტვირთების ნაკადის დინამიკას გაეცნო.
ამასთან, კახა ბაინდურაშვილი მებაჟეებს და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და დაინტერესდა, როგორ მოქმედებს საბაჟოზე გამარტივებული პროცედურები.