საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მხრიდან სს მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო ირანის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმამანუჩეჰრ მოთაქიმ მოაწერეს.
როგორც ვაშაძე ხელშეკრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
"მოხარული ვარ, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება 2010 წელში მოესწრო. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო-ირანის ურთიერთობებში ეკონომიკურ სფეროსთან მიმართებაში დიდი ნახტომი გაკეთდა. საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა წელს 173 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სავაჭრო ბალანსი 63 პროცენტით", - აღნიშნა ვაშაძემ.