გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაიხსნა. 
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ტაძარი საგარეჯო-ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ აკურთხა, პირველი წირვა-ლოცვა კი გურჯაანი-ველისციხის მეუფე ექვთიმემ აღავლინა. 
ეკლესია სოფელ ვეჯინში მცხოვრები ბიზნესმენის თამაზ გველუკაშვილის და ადგილობრივი მაცხოვრებლების შემოწირულობებით აშენდა.