იმედი გვაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან უფრო მეტად შევძლებთ შემსუბუქებას და საერთოდ მოვხსნით ამ შეზღუდვას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, 1-ლი ივნისიდან შემსუბუქება, იმ პირობით მოხდება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება.
„დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას, წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან კაფე-ბარების და რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება. ამასთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან უფრო მეტად შევძლებთ შემსუბუქებას და საერთოდ მოვხსნით ამ შეზღუდვას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.