ინგლისში საყოველთაო შეზღუდვების (ე. წ. „ლოქდაუნი“) გამარტივება გრძელდება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ მომზადებული გზამკვლევის შესაბამისად ხორციელდება, კერძოდ:
დღეიდან, 17 მაისიდან:
გაუქმდება ღია სივრცეში შეხვედრის მიმართ შეზღუდვების უმრავლესობა, თუმცა ძალაში დარჩება არაუმეტეს 30 პირის შეკრების აკრძალვა;
გაიხსნება ბიზნესების უმრავლესობა სტუმართმოყვარეობის დაწესებულებებს შეეძლებათ კლიენტების მიღება დახურულ სივრცეშიც, თუმცა მხოლოდ მაგიდის მომსახურებით;
გაიხსნება ყველა სახის დახურული გასართობის დაწესებულება, როგორიცაა მაგალითად კინოთეატრები და ბავშვების სათამაშო ცენტრები, სასტუმროებისა და ჰოსტელების ჩათვლით, ასევე დახურული სპორტული და სავარჯიშო სივრცეები.
”ლოქდაუნიდან“ გამოსვლის ზემოაღწერილი პროცესი განხორციელდება მთელი ინგლისის მასშტაბით ერთდროულად. შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია თავიანთ გზამკვლევებს დამოუკიდებლად წარადგენენ.