დმანისში, დაპირისპირებაში მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციის შენობასთან მივიდა. ისინი ინციდენტის დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
არსებული ინფორმაციით, დმანისში დაპირისპირების შედეგად დაშავებულია 5-მდე პირი, რომელთა შორის ერთი სამართალდამცავია.