ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი რუსეთს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კრემლმა შ 300-ის ტიპის რაკტები თეირანს აშშ-ის ზემოქმედების გამო არ მიჰყიდა.
"მოსკოვმა ირანი სატანის ზემოქმედებით მტერზე გაყიდა", - განაცხადა აჰამდინეჯადმა და კრემლი იმ კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც რუსეთმა და ირანმა 2007 წლის ბოლოს გააფორმეს. კონტრაქტის მიხედვით, ირანს რუსეთისგან სარაკეტო სისტემის 5 დივიზია უნდა მიეღო.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებას აშშ და ისრაელი ეწინააღმდეგებიან.