ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
"დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ჩემი ვაქცინაციის ჯერი იყო. ვაქცინები სიცოცხლეს გვინარჩუნებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინები ყველა ქვეყანაში მაქსიმალურად მალე იყოს ხელმისაწვდომი. თუ ჩემ მსგავსად, ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინები ხელმისაწვდომია, გთხოვთ, აიცრათ, როდესაც თქვენი ჯერი მოვა",- დაწერა ტედროს ადანომ გებრეისუსიმ სოციალურ ქსელში.