იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტის მიერ კურილიის კუნძულების მეორედ მონახულების განზრახვის გამო პროტესტს აცხადებს. ეს განცხადება დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის სეიდზი მაეხარამ დღეს გააკეთა.
"ჩვენ ჩვენი პოზიცია, იმის შესახებ, რომ კურილიის კუნძულების ოთხი კუნძული ტრადიციულად იაპონიის ტერიტორიაა რუსულ მხარეს გადავეცით. ველი რომ ჩვენს პოზიციას გაითვალისწინებენ", _ განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დიმიტრი მედევდევის თანაშემწემ სერგეი პრიხოდკომ განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი კვლავ აპირებს კურილის კუნძულებზე გამგზავრებას გუშინ გააკეთა. მოგვიანებით მედვედევის ეს განზრახვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ მედვედევის მიერ კურილიის კუნძულების მონახულების ფაქტმა 1 ნოემბერს იაპონიის განაწყენება უკვე დაიმსახურა. იაპონიამ მოსკოვიდან თავისი ელჩი უკვე გაიწვია და ჯერ ჯერობით უპასუხოდაა დარჩენილი კითხვა როდის დაბრუნდება იგი უკან. იაპონიამ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იაპონიის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის მოსალოდნელი შეხვედრა.